რეზონანსი
(15.10.2023)

ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ისრაელის ჩრდილოეთი ლიბანიდან დაიბომბა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
„ისრაელის ჩრდილოეთით განგაშის სიგნალი ისმოდა, რადგან ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე 9 რაკეტა გამოუშვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ 5 რაკეტის განადგურება მოხერხდა, ახლა კი ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში, რაკეტების გაშვების ადგილს ბომბავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



