რეზონანსი
(15.10.2023)

მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, პროფესორი ციური ბობოხიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა „ენმედიცი" ავრცელებს.

„კლინიკა ენმედიცი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს #პროფესიონალი ექიმის, შესანიშნავი ადამიანის, კლინიკა ენმედიცის სათავეებთან მდგომი და მისი ერთ-ერთი ფუძემდებლის ქალბატონი ციური ბობოხიძის გარდაცვალების გამო.

პროფესიონალი ექიმი გამოაკლდა ჩვენ საზოგადოებას.

ციური ბობოხიძე კლინიკა ენმედიცში 1996 წლიდან - 2011 წლამდე იკავებდა, დირექტორის მოადგილის პოზიციას, ასევე იყო წამყვანი ექიმი ენდოკრინოლოგი. ქალბატონი ციური გახლდათ უფროსი თაობის გუნდის საპატიო წევრი.

Enmedic Clinic • კლინიკა ენმედიცი-ს მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ქალბატონი ციურის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - წერია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე