რეზონანსი
(14.10.2023)

ისრაელზე „ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 31 ქვეყნის 100-ზე მეტი უცხოეული დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ის მოქალაქეებს შორისაა, დაღუპულია სულ მცირე 27 ამერიკელი.

მაღალია მსხვერპლი ტაილანდის მოქალაქეებს შორისაც, დაღუპულია 24 ტაილანდელი. თავდასხმას საფრანგეთის 15 მოქალაქე ემსხვერპლა. ნეპალი - 10, არგენტინა - შვიდი, უკრაინა - შვიდი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და ჩილე - ოთხ-ოთხი, ავსტრია, ბელარუსი, კანადა, ჩინეთი, ფილიპინები, ბრაილია - სამ-სამი, პერუ, რუმინეთი - ორ-ორი, თითო მოქალაქე დაიღუპა ავსტრალიიდან, აზერბაიჯანიდან, კამბოჯიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან და პარაგვაიდან.

გატაცებულ მძევლებს შორის იმყოფებიან გერმანიისა და მექსიკის მოქალაქეები. დაკარგულად მიიჩნევიან იტალიის, პარაგვაის, შრი-ლანკის ტანზანიის მოქალაქეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე