
ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა „სრულიად შეუძლებელია განხორციელდეს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პეკინში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია", - აცხადებს ბორელი.
„წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება იყოს", - დაამატა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ღიად გამოხატა ისრაელის მხარდაჭერა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



