რეზონანსი
(11.10.2023)

თვითმფრინავის მგზავრს ცუდად გაწმენდილ ჩიბუხში 0,08 გრ კანაფი აღმოუჩინეს, ახლა კი მას კონტრაბანდის გამო პატიმრობა ემუქრება. 34 წლის ახალგაზრდა სტამბულიდან პეტერბურგში ჩაფრინდა და საზღვარზე შემოწმებისას მას ჩიბუხი ჩამოართვეს. ნივთმტკიცებას კრიმინალურ ლაბორატორიაში ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ და ჩიბუხიდან 0,08 გრამი მარიხუანას გამოფხეკვა შეძლეს.
ეს „წონა“ საკმარისი აღმოჩნდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის. ახლა საქართველოს მოქალაქეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



