რეზონანსი
(10.10.2023)

ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმის შედეგად 1008 ადამიანია დაღუპული. მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 3 418-ს აღწევს. როგორც მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, თავდასხმის დროს 123 სამხედრო დაიღუპა. ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულია 150-მდე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის უწყება 50-მდე მათგანის ოჯახთან უკვე კონტაქტზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე