რეზონანსი
(10.10.2023)

ამ წუთებში ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქი აშქელონი იბომბება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. რამდენიმე საათის წინ ჰამასმა ქალაქის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ადგილობრივი დროით 5 საათისთვის აშქელონის დაბომბვას გეგმავდნენ და საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი წერს, ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავშესაფრებშია. ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე