რეზონანსი
(03.10.2023)
მომღერალი ანი ნოზაძე გარდაიცვალაების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელს მოედო. ანი The Voice-ის 2022-ის კონკურსანტი იყო. იგი სწორედ "ვოისში" ე.წ. რინგის ტურის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა. ის იშემიური ინსულტის დიაგნოზით მოხვდა საავადმყოფოში. შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.
ანი საქართველოში, რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. შემდეგ კი საზღვარგარეთ, ვენაში აგრძელებდა მკურნალობას.
მომღერალი საზღვარგარეთ გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო. როგორც „ფორტუნას“ ანი ნოზაძის ახლობელმა უთხრა, გარდაცვლილს საქართველოში სავარაუდოდ ერთ კვირაში გადმოასვენებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე