რეზონანსი
(02.10.2023)

დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის მიზეზი იყო ეს ყველაფერი. უნდა გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. ვნახეთ აქამდე, რომ ის პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ გამოქვეყნდა, ყალბი შედეგები, მაშინ იყო საფუძველი არეულობისა. ISFED-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მისმა დონორმა USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას უმალავდა ქართველ ხალხს, არ ეუბნებოდა არც ხელისუფლებას. დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის მიზეზი იყო ეს ყველაფერი. უნდა გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციისთვის და ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე