რეზონანსი
(02.10.2023)

პოლონეთში, სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საუბარია 2018 წლის 20 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც კაცმა მეგობარი ქალი მოკლა, ცხედარი კი ჩანთაში მოათავსა და პარკში დატოვა.

დამნაშავე უკრაინაში დააკავეს. თავდაპირველად, მას 25 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კაცს თავისუფლება სამუდამოდ აღუკვეთეს.

"მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულიდან ხუთი წელი გავიდა, ბრალდებულს ჯერ კიდევ არ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ჩაიდინა და პირიქით, თავს მსხვერპლად თვლის. ამიტომ, 25-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ, ის მაინც საშიშროება იქნებოდა გარშემომყოფებისთვის", - განაცხადა მოსამართლემ.

წყარო: tv25

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე