რეზონანსი
(02.10.2023)

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რობოტინოს სამხრეთით სიტუაცია არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიკურია. ორგანიზაციის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები რობოტინოს რაიონში ტაქტიკურ კონტრშეტევებს ახორციელებენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რობოტინოს სამხრეთით ვითარება არასტაბილურია, რადგან ტაქტიკურად მნიშვნელოვანი საველე სიმაგრეები რამდენჯერმე შეიცვალა.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები რობოტინოსა და ვერბოვოის რაიონებში დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ და უკრაინულ ჯარებს წარუმატებლად უტევენ ავდეევკის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე