რეზონანსი
(02.10.2023)

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას  ქვეითი გარდაცვლილი დახვდა.

მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი კი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე