რეზონანსი
(01.10.2023)

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში, ღამის სამის ნახევარზე მოხდა - თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე