რეზონანსი
(01.10.2023)

ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ დაწერილა, - ამის შესახებ გურჯაანის მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაია ჩუთლაშვილმა განაცხადა.

„აქტივობა საკმაოდ მაღალი გვაქვს. სამი საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 21.4% შეადგინა. ვთვლი, რომ ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ მობილიზებულია და ჩართულია საარჩევნო პროცესში", - განაცხადა ჩუთლაშვილმა.

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე