რეზონანსი
(01.10.2023)

დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა სურს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა „ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა. გრანტ შაპსის თქმით, ამ თემაზე მან კონსულტაციები შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან უკვე გამართა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში სამხედრო მომზადება უკვე გაიარა 26 000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ, წლის ბოლომდე კი მათი რიცხვი 30 000-მდე გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე