რეზონანსი
(01.10.2023)

გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატები. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხდა.

„ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ფაქტობრივად ყველა უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს, რაც ახალი სიტყვაა და კიდევ უფრო ახალ საფეხურზე აჰყავს არჩევნების მიმდინარეობს პროცესი", - აღნიშნა სონღულაშვილმა.

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე