რეზონანსი
(30.09.2023)

მსა­ხი­ო­ბ ვა­სი­კო ბახ­ტა­ძეს, რო­მელ­საც კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი აქვს შექ­მნი­ლი მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი კი კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლის "ცხე­ლი ძაღ­ლი“ შემ­დეგ გახ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ელ რეზო ქა­თა­მა­ძის როლი შე­ას­რუ­ლა. მის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება მას შემდეგ, რაც ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რო­ბი­სას ვი­ღა­ცამ უნე­ბარ­თვოდ ფოტო გა­და­უ­ღო...

„რო­გორც ჩანს, ვი­ღაც ბავ­შვმა ჩუ­მად გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა. სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა - "ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს, ქარ­თუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ავ­ტო­ბუ­სით არ უნდა მგზავ­რობ­დეს“ და რა არ წა­ვი­კი­თხე. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხან ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი, ხან ფე­ხით, ხან მან­ქა­ნით, ხან ტაქ­სით... მაგ­რამ ახლა ისე­თი სა­ცო­ბე­ბია, ავ­ტო­ბუ­სის გარ­და სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი. სწო­რად გა­მი­გეთ, ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ამ დროს ბევ­რად ხელ­საყ­რე­ლია. გა­ვოც­დი, როცა ამა­ზე მთე­ლი ამ­ბა­ვი ატყდა. "უი, გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლა", უი, ასე, უი, ისე... რა­ტომ ვარ გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლი, ასე დავ­დი­ვარ, ასე გა­და­ვად­გილ­დე­ბი, ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. იმ კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ტყვი, თუ ვინ­მემ იცის, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო, მი­თხრას. შე­ვეც­დე­ბი ისე ვიყო... მაგ­რამ ისიც არის - ყვე­ლას ვერ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი, რა ვქნა...

რომ ეთ­ქვა, ვი­ღე­ბო, თუ ჩემი ასე­თი ფოტო უნ­დო­და, უფრო ტრა­გი­კულ სა­ხეს მი­ვი­ღებ­დი. თან, გა­სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა და­ა­დო, ისე­თი, რომ ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­მი­რე­კა, ხომ ცო­ცხა­ლი ხარო?!. არის გა­საბ­რა­ზე­ბე­ლი, მაგ­რამ არ ვბრა­ზობ და არ ვჩხუ­ბობ, რად­გან ვე­რა­ფერს შეც­ვლი...

სხვათა შორის დღემ­დე ქუ­ჩა­ში ასე მხვდე­ბი­ან - გა­მარ­ჯო­ბა, ბა­ტო­ნო რეზო. ქა­თა­მა­ძე­ე­ბი რამ­დე­ნი ხართ? არა, მე ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე ვარ, მაგ­რამ ისე­თი სა­ხით მი­ყუ­რე­ბენ ხოლ­მე, ხან­და­ხან არ ღირს ამის თქმა. ისე ასე აღ­გიქ­ვამს, მი­სი­ა­ნად და ჩვე­უ­ლებ­რივ გე­ლა­პა­რა­კე­ბა. მერე ვი­ღაც მე­ტყვის, - შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თან სუ­რა­თი გა­და­ვი­ღო? და­გემ­შვი­დო­ბე­ბი­სას კი - აბა, კარ­გად, ბა­ტო­ნო რეზო და გა­ი­ცი­ნებს. ვი­ღა­ცე­ბი რე­ვაზ შალ­ვო­ვიჩს მე­ძა­ხი­ან. ხალ­ხის­გან ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო მო­დის", - უთხრა "ამბებს" მსახიობმა

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე