რეზონანსი
(30.09.2023)

Eurobarometer-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც „სრულად ეთანხმებიან“ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გამოყოფას, საგრძნობლად შემცირდა, თუმცა რესპონდენტთა უმეტესობას ჯერ კიდევ სურს, კიევს „გარკვეული დახმარება გაუწიოს“. 

Eurobarometer-ის მიერ აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა 24% აცხადებს, რომ „სრულად ეთანხმება“ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების დაფინანსებას. 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ასეთ პოლიტიკას „სრულად ეთანხმებოდა“ გამოკითხულთა 33%.

ამავე პერიოდში უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების გამოყოფის ზოგადი მხარდაჭერის მაჩვენებელი 67%-დან 48%-მდე შემცირდა, ხოლო ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა წილი 26%-დან 34%-მდე გაიზარდა.

Eurobarometer-ის კვლევის ფარგლებში 24-31 აგვისტოს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 26 514 ადამიანი გამოიკითხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე