რეზონანსი
(29.09.2023)

საბერძნეთში 37 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედიაზე დაყრდნობით spnews.io ავრცელებს.

მათი ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქართველი აღაპინოროსის ქუჩაზე არასათანადოდ იქცეოდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცავების მისვლამ ქართველი გააღიზიანა და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა. დააზიანა პოლიციის ავტომობილიც.

ქართველი ადგილზევე დააკავეს.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე