რეზონანსი
(28.09.2023)

მძი­მედ და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­გო­ლე­სუ­ბან­ში" სა­დაც 23 წლის ბიჭი მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბულ­მა მსხვერ­პლს ცივი ია­რა­ღით ორი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. კლი­ნი­კა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ შეყ­ვა­ნილ მა­მა­კაცს სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი.

23 წლის მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი ქუ­თა­ის­ში, სამ­ხა­რა­უ­ლის კლი­ნი­კა­ში­ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. მა­ნამ­დე კი მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი დაბა ჩო­ხა­ტა­ურ­ში, მამ­ქო­ლის კლი­ნი­კას­თან იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ეს­ვე­ნა. მათ მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე არ უსა­უბ­რი­ათ. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ შემ­თხვე­ვა სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ას სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს, თუმ­ცა ის ჯერ არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვია, რო­მელ­მაც 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 3 თვის წინ და­ტო­ვა. ის სას­ჯელს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის იხ­დი­და. ტე­ლე­არ­ხის ცნო­ბით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­და­ზე 3 წლით ად­რეა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე