რეზონანსი
(28.09.2023)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე შეაქო ალიანსთან უკრაინის თანამშრომლობის შედეგები, რამაც თავდაცვის კოალიციების შექმნა შესაძლებელი.

„დღეს მე და [ნატოს] გენერალურმა მდივანმა განვიხილეთ თავდაცვის სფეროში ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ყურადღებას მოითხოვს: ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარება და უკრაინელი მეომრების საჭიროებები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია აგრესორზე შემდგომი ზეწოლა, რათა რუსეთმა უკან დაიხიოს და დამარცხდეს და ეს სწორი ტაქტიკაა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ნატოსთან ერთად ჩვენ ვამუშავებთ ახალ დოკუმენტს - ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა - რომელიც განსაზღვრავს პრაქტიკულ ნაბიჯებს უკრაინის ალიანსის პრინციპებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე