რეზონანსი
(28.09.2023)

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მოკლული ბიჭი სავარაუდოდ 22 წლის იყო. სავარაუდო დამნაშავე კი ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



