რეზონანსი
(28.09.2023)

ნიკა მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნაზე განსხვავებული დამოკიდებულებაა ოპოზიციაში. გიორგი გახარიას გუნდი, ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს ურჩევს ჩამოყალიბდეს, თუ რა გეგმები აქვს.

"2 წელია გვესმის, ხან გადის, ხან რჩება... ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს, თუმცა, რეალურად რომ გითხრათ რამე განსაკუთრებული ინტერესი მაქვს ნიკა მელიას გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, არა. ის, რომ ნიკა მელია დღეს არის გარეთ, ეს არის "ოცნების" ხელისუფლების დამსახურება, როდესაც ამნისტია გამოუცხადეს მას. ზოგადად, რას აპირებს, როგორ და რა პერსპექტივები აქვს, ამაზე ლაპარაკი სერიოზულად ცოტა მიჭირს," - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას ყოფილ თანაგუნდელ ხატია დეკანოიძეს, მისი შეფასებით, მისთვის უცხო არ არის ის ადამიანებთან ერთად ბრძოლა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაში" საკუთარ თავს ვერ ხედავს.

"ნიკას გადასაწყვეტია როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი. მე ვფიქრობ, რომ განსხვავებები არის ძალიან დიდი და ჩემი მოსაზრებით, ამ განსხვავებების გადალახვა არის წარმოუდგენელი. მე ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსი, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება, რთულია რაიმე განცხადების გაკეთება, მაგრამ ახალი ჩემთვის არ არის ნიკასთან ერთად ბრძოლა და ყველა იმ ადამიანთან ბრძოლა, რომელიც, სამწუხაროდ, ვეღარ ხედავს "ნაციონალურ მოძრაობაში" საკუთარ თავს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე