რეზონანსი
(27.09.2023)

უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს.
როგორც „როიტერი" წერს, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის განცხადებით, სხვადასხვა ადგილას „მოქნილი და მობილური პოლიციის შემოწმებები" დაიწყება, რომელიც მიმდინარე კვირაში ამოქმედდება.
გერმანია ინარჩუნებს კონტროლს ავსტრიასთან ბავარიის საზღვარზე 2015 წლის მიგრანტების კრიზისის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



