რეზონანსი
(27.09.2023)

ენი გა­სი­ე­ვა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, მსა­ხი­ო­ბის გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს. ყიფ­ში­ძე ენი­ზე ამ­ბობს, რომ „ქლა­ბე­რი“ გო­გოა და აღარ მოს­წონ­და, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო კლუბ­ში წას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და. 

„რო­გორ უნდა ვთქვა შვი­ლებ­ზე უარი, ჩემი მი­ზა­ნი ის არის, რომ გად­მო­ვიყ­ვა­ნო ჩემ­თან. უბ­რა­ლოდ ვერ და­ლაგ­და სი­ტუ­ა­ცია ისე, ფი­ნან­სუ­რი თე­მაც არის, უნდა ვი­ქი­რა­ვო ბინა, ფული მაქვს და ვე­ძებ. არ მინ­და, რომ პა­ტა­რა და გა­უ­რე­მონ­ტე­ბელ სახ­ლში გა­და­ვიყ­ვა­ნო, კომ­ფორ­ტი ხომ უნდა ჰქონ­დეთ.

ზოგ­ჯერ მე ვიქ­ნე­ბი ცუ­დად და გი­ორ­გი მი­ხე­დავს, ზოგ­ჯერ გი­ორ­გი იქ­ნე­ბა ცუ­დად და მე მივ­ხე­დავ. ახლა მე ვარ ცუ­დად პირ­და­პირ, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ვე­ძებ სახ­ლს, ვერ ვი­პო­ვე, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვარ. სა­ნამ არ დავ­ლაგ­დე­ბი ქუ­ჩა­ში ხომ არ წა­ვიყ­ვან ბავ­შვებს? ჩემს გა­ჭირ­ვე­ბა­ზე კი­დევ წიხლს რომ მა­ჭე­რენ და მა­ზოლ­ზე ფეხს მა­ჭე­რენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა და არ ვემ­ხრო­ბი. ამ­ჟა­მად ბოლო ერთი თვეა გი­ორ­გი უვ­ლის ბავშვებს", - უთხრა ენი გასიევამ "ამბებს".

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე