რეზონანსი
(27.09.2023)

ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ერთ-ერთ ავტომობილში მჯდომი 3 ადამიანი. სამივე მათგანი ქალია, რომლებიც ერთი მანქანით მგზავრობდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
,,შევესწარი... საშინელება მოხდა, თვალიდან არ ამომდის..." - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



