რეზონანსი
(26.09.2023)

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, მათ შორის ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი შედგა.
"ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ." - წერს სანდრა რულოვსი.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



