რეზონანსი
(26.09.2023)

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ხანძარი გაჩნდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ანთებულ გაზქურაზე დატოვებული ქვაბი გახდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
inforustavi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



