რეზონანსი
(26.09.2023)

რუსეთსა და ბელარუსში ამერიკული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტი და რეექსპორტის აკრძალვაც.

ღირებულების მიუხედავად, აკრძალვა ეხება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილ 1900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ ჯერ კიდევ 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო ამ ნაბიჯით საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით  შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე