რეზონანსი
(25.09.2023)

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრენები "ვნუკოვოს" აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ოქტომბრიდან დაიწყება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 ოქტომბრიდან.

რუსული კომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.

"აზიმუტმა" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს მიიღო. კომპანია მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, კვირაში შვიდი სიხშირით დაფრინავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე