რეზონანსი
(24.09.2023)

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება აშშ-ის ინტერესებში არ შედის. 

„არ მიმაჩნია, რომ ნატოში უკრაინის წევრობა ჩვენს ინტერესებში შედის... ეს მხოლოდ კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას გაგვიჩენდა. თუ ვიღებთ უფრო მეტ ვალდებულებას, რა სარგებელს ვიღებთ სანაცვლოდ?“ - განაცხადა The Glenn Beck Program-ის ეთერში დესანტისმა.

მისივე თქმით, აშშ-მა არ უნდა მისცეს უკრაინას „კარტ ბლანში“, თუ კიევი ამას კონფლიქტის დასასრულებლად არ გამოიყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე