რეზონანსი
(24.09.2023)

საქართველოში, რამდენიმე წუთის წინ, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ამჯერად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლაგოდეხიდან 12 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა.
სიმძლავრემ, წინასწარი მონაცემებით, 3 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, დღეს დილით 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი თბილისთან ახლოს მდებარეობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



