რეზონანსი
(23.09.2023)

ჩვენი სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, აჭარა ოთხივე სეზონის განმავლობაში საინტერესო ტურისტულ ლოკაციად იქცეს, - ამის შესახებ აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა მისივე თქმით, საზაფხულო ტურისტული სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია, თუმცა რეგიონში ტურისტული აქტივობა გრძელდება. „არაერთი ღონისძიება და ფესტივალი გვაქვს დაგეგმილი. თვის ბოლოს ბათუმი უმასპინძლებს World Travel Awards-ის გალა დაჯილდოებას. აგრეთვე ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ზამთრის სეზონისთვის მზადებას. ასე რომ, ტურიზმი აჭარაში განგრძობითი ცნებაა", - განაცხადა ფუტკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე