რეზონანსი
(23.09.2023)

ორი მანქანა ჯერ ერთმანეთს შეეხაჯა და მერე ერთ-ერთმა ქალი გაიტანა - სად მოხდა ავარია და როგორია დავშავებულის მდგომარეობა?

რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა.

როგორც ირკვევა, ერთმანეთს ჯერ „ჰუნდაის" და „ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, შემდეგ კი სავარაუდოდ, „ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. შუა ხნის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

წყარო: ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე