რეზონანსი
(22.09.2023)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გრძელვადიანი შეთანხმება შექმნის სამუშაო ადგილებს და ახალ ინდუსტრიულ ბაზას უკრაინაში.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი [ვაშინგტონში], ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. და გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე