რეზონანსი
(22.09.2023)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ყირიმი აუცილებლად გათავისუფლდება.

"ყირიმი აუცილებლად დემილიტარიზდება და გათავისუფლდება. სავაჭრო გემები შავ ზღვაში დაბრუნდებიან. და რუსული ხომალდები საბოლოოდ დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს და გადაიქცევიან წყალქვეშა მუზეუმად მყვინთავებისთვის, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან თავისუფალ უკრაინულ ყირიმში", - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე