რეზონანსი
(22.09.2023)

 რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ ხუთ პირს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ. ორ­ლინ რო­სე­ვი, ბი­ზერ ჯამ­ბა­ზო­ვი, კატ­რინ ივა­ნო­ვა, ივან სტო­ი­ა­ნო­ვი და ვა­ნია გა­ბე­რო­ვა მომ­დევ­ნო სამ­შა­ბათს ვეს­ტმინ­სტე­რის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­სდგე­ბი­ან.

ისი­ნი ბულ­გა­რე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და ბრა­ლად ედე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით ისი­ნი 2020 წლის აგ­ვის­ტო­დან, 2023 წლის თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი..

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტი­ულ ჯა­შუ­შურ ქსელ­ში და ეს სა­მუ­შაო მო­ი­ცავ­და კონ­კრე­ტულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას. მათ ბრა­ლად ედე­ბათ დიდ ბრი­ტა­ნეთს და ევ­რო­პა­ში აქ­ტი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა.

პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მათი ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი. მათ ჰქონ­დათ ბრი­ტა­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, ხორ­ვა­ტი­ის, სლო­ვე­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თი­სა და ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მუ­შა­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ჰქონ­დათ არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლა­ქე­ბის გა­რე­უბ­ნებ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუფს რუ­სე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში საქ­მი­ა­ნი გა­რი­გე­ბე­ბის ის­ტო­რია აქვს. ის 2009 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და სამი წელი ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის ტექ­ნი­კურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე