რეზონანსი
(21.09.2023)

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 21 სექტემბერს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.
საქართველოს ნაკრების სახელით ოთხი მოჭიდავე - ნუგზარ წურწუმია (55 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდა, რომელთაგანაც ნახევარფინალში მხოლოდ წურწუმია იჭიდავებს.
ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში მოლდოველ არტიომ დელეანუს მოუგო და ფინალში გასასვლელად იასპარეზებს. მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები 18:45 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 22 სექტემბერს გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



