
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მარცვლეულის ირგვლივ დავა უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს ეხება, რომლებსაც პოლონეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის გაყიდვა სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა "პოლონურ რადიოსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ პოლონეთს სურს ჰყავდეს დამოუკიდებელი უკრაინა თავის სამეზობლოში და არა რუსეთის ნაწილი, თუმცა პოლონეთმა "უნდა იზრუნოს პოლონელი ფერმერების ინტერესებზე".
"უკრაინასთან დავა ეხება უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს. უკრაინელ ოლიგარქებს სურთ მარცვლეულის გაყიდვა პოლონეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცავთ პოლონელ ფერმერებს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სანამ მმართველი პარტია ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულნი.თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონელი ფერმერების ინტერესებით", - განაცხადა ბლაშჩაკმა.
პოლოინელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი პოლონეთის ტერიტორიის გავლით კვლავ შესაძლებელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



