
მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას აფასებენ. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის ქმედებებით კარგად ჩანს, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლა არეულობით და არჩევნების გვერდის ავლით უნდათ.
„მისი განცხადება პირდაპირ ეხმიანება და ზუსტად ფარავს იმ გეგმებს, რაზეც ჩვენ უკვე თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას და უნდათ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიონ რაიმე შედეგებს.
მეორე მხრივ, იმ ფონზე, რა ინფორმაციაც საზოგადოებას გააცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ეს განცხადებები არის ნამდვილად შემაშფოთებელი და ადასტურებს ირიბად იმ გეგმას, რომელიც სუს-მა უთხრა საზოგადოებას", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას და თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, თქვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ჩატარდეს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში. ამას წყალი არ გაუვა, ჩვენ არც ერთი დასაკარგი დრო არ გვაქვს, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



