
ნიდერლანდების პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელიც მწერალ გოჩა მანველიძის შვილია. 28 წლის მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს მეორე მოქალაქის, 32 წლის მამაკაცის მკვლელობა.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მანველიძე ნიდერლანდებში მსხვერპლთან ერთად ჩაფრინდა.
ნიდერლანდების პოლიციის ცნობით, შემთხვევა 19 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ უტრეხტის სასტუმრო "ჰელინგში" მოხდა.
ნიდერლანდების პოლიცია თორნიკე მანველიძის ფოტოსა და აღწერილობას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დანახვის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ დამნაშავეს და დაუყოვნებლივ დაურეკონ 112-ს.
რაც შეეხება გოჩა მანველიძეს, იგი ცნობილი მწერალია. მისი დეტექტიური რომანები („საკონტროლო გასროლა“, „სარანგი“, „მგლები“) ერთ დროს საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.
რუსთავი2
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



