რეზონანსი
(21.09.2023)

ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ცნობით, შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ცნობილია, რომ 32 წლის ქართველი კაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ამჟამად თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს", - წერს პოლიცია. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.

მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე