რეზონანსი
(20.09.2023)

„პოლიტიკოსის" მიერ იარაღის შესაძლო გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა უდიდესი მავნებლობაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატინ ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა" რომ პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 21-ე საუკუნის პავლიკ მოროზოვებმა.

პოლიტიკურ ორიენტაცია არეულ ოროსან დეპუტატებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება სამოქალაქო დაპირისპირების დრო და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს", - წერს რატი ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე