
„ახლა არ არის ასეთი ამბიციების დრო. „ეს ოპოზიციური ჯგუფი", „ის ოპოზიციური ჯგუფი", „ეს პარტია, ის პარტია" - ყველანი ერთად! ევროპულობის ნიშანია პროტესტი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.
მისი აზრით, „თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას და თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, თქვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ჩატარდეს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში. ამას წყალი არ გაუვა, ჩვენ არც ერთი დასაკარგი დრო არ გვაქვს".
„ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ თითოეულ პროცესში, ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა იყოს ჩვენ ხელში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, დამპყრობელთან უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში და ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი. ესენი აგენტების წინააღმდეგები არ არიან, ესენი აგენტების [გამტარებლები] არიან", - განაცხადა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



