რეზონანსი
(20.09.2023)

დღეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის მხრიდან დადგმული პროვოკაცია უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში დაძაბულობის შექმნა სურს.
„სამწუხარო რეალობაა, როდესაც ოპოზიცია არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ მოქმედებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება არიოს. ყველამ კარგად დაინახა, რომ როგორც კი სხდომა დაიწყო, ოპოზიცია მოწადინებული იყო, რომ დაძაბულობა შეექმნა და ვითარება ერია", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



