
პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების პერფომანსის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა მომხდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინციდენტი სამარცხვინოა.
„ეს სამარცხვინო ინციდენტია და ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით, ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი პარლამენტის წევრმა შეიძლება იკადროს. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსებისა.
განსაკუთრებით ეს რამდენიმე ქალი დეპუტატი, ვფიქრობ, განსაკუთრებით შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევ ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი შეუძლიათ. სამწუხაროდ, კოლეგა კაცი დეპუტატები ამ ქალებს ამოფარებულები არიან და იმდენი სითამამე არ აქვთ, რომ ეს თვითონ გააკეთონ ან გვერდით დაუდგნენ, ან თუ არ ეთანხმებიან რაღაც უთხრა",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



