რეზონანსი
(20.09.2023)

შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება და უშიშროება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ე.წ. დემოკრატიული ოპოზიციის დიდ გამოცდილებას ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციაა. კვლევა-ძიებაც არ სჭირდება იმის თქმას, რომ დიახაც, საფრთხეები არის სერიოზული და შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება და უშიშროება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ მათ მოქმედებას", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე