რეზონანსი
(19.09.2023)

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა. საზარელი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში მეზობელი წერს, რომ მკვლელობა შვილების თვალწინ მოხდა:
„რა საშინელება მოხდა ჩემს კორპუსში. ძალიან შეშინებული და დაზაფრული ვარ.
ყოფილმა ქმარმა, ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა ცოლი და სიდედრი, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
შვილების დედას და მის დედას რომ კლავ, რა სიცოცხლის ღირსი ხარ“ - წერს დოლიძის ქუჩის მცხოვრები.
ცოლ-ქმარი დაშორებული იყო, მამაკაცი შერიგებას სთხოვდა, ქალი კი თანახმა არ იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



