რეზონანსი
(18.09.2023)

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, რომელიც საცხოვრებელ ბინად ჰქონდათ მოწყობილი, ხანძარი იყო.

შემთხვევის დროს ბინაში ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათ ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

წყარო: ინფორუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე