რეზონანსი
(17.09.2023)

სტიქია ყვარლის მუნიციპალიტეტში- ნახევარსაათიანმა სეტყვამ და წვიმამ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა როგორც ერთწლიანი კულტურა, ასევე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახების ნაწილი.
ძლიერმა სეტყვამ ნაწილობრივი ზიანი მიაყენა საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ავტომობილებს.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრომომარაგების კუთხითაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარი და სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ვენახების მცირე ნაწილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



